გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

პრემიერი - გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს, სხვა ე.წ. ჟურნალისტებს, საზოგადოება ალბათ მიხვდება საით მიდის ეს ისრები

ნახვები: 480 პრემიერი - გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს, სხვა ე.წ. ჟურნალისტებს, საზოგადოება ალბათ მიხვდება საით მიდის ეს ისრები

გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს, სხვა ე.წ. ჟურნალისტებს, იყო გარკვეული წრე შეკრული იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ პროცესების პიარულ შეფუთვას ახორციელებდნენ, დაახლოებით, საზოგადოება ალბათ მიხვდება საით მიდის ეს ისრები, თუმცა დაკონკრეტებისგან დღესაც შევიკავებდი თავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის" ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს და დაკავებულ პირებს შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება წინასწარ აფრთხილებდა ყველას, რომ თუ ვინმეს ხელი წაუცდებოდა, კანონი მათ მიმართ სრული სიმკაცრით ამოქმედდებოდა.

„4 წელიწადში იყო დამხობის, რევოლუციის 5 სხვადასხვა მცდელობა. ეს ყველაფერი იყო გარედან მხარდაჭერილი, შიგნით იყო ორგანიზებული და შედგა კონკრეტული დანაშაულებრივი აქტები, რამდენიმე ათეული ადამიანი აღმოჩნდა გისოსებს მიღმა ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამო. ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით წინასწარ, თუ ვინმეს წაუცდებოდა ხელი, კანონი ამოქმედდებოდა მათ მიმართ სრული სიმკაცრით. არ დაგვიჯერეს და საბოლოოდ მიიღეს კონკრეტული პასუხი. როგორც ჩანს, არ ირწმუნეს ჩვენი. ჩვენ ვამბობდით, რომ სახელმწიფო იყო უფრო ძლიერი ვიდრე მანამდე. გახსოვთ, რომ იყო რევოლუციის მცდელობა 2023 წელს, მაშინ მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დაკავებული, მიუხედავად ძალიან მასშტაბური ძალადობისა. მერე იყო კიდევ ერთი მცდელობა ერთ წელიწადში, 2024 წლის გაზაფხულზე, იქ იყო მხოლოდ 6 ადამიანი დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი, ასეულობით ადამიანი იყო ჩართული ძალადობრივ დანაშაულებრივ აქტში და აქ გაჩნდა ცდუნება - როდესაც შენ 1 ან 6 ადამიანს აკავებ, ადამიანებში ჩნდება განცდა, რომ შეიძლება ასეთი დანაშაული გაიმეორო და ძალიან მაღალი ალბათობით არავითარი სანქცია არ დადგება შენს წინააღმდეგ. ჩვენ წინასწარ გავაფრთხილეთ ადამიანები 2024 წლის ბოლოს, 2025 წელს, რომ მათი დანაშაულებრივი ქმედებები აღარ დარჩებოდა დაუსჯელი, არ დაგვიჯერეს და მიიღეს კონკრეტული სანქცია. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მაგალითი, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელმაც შეიძლება ჩაიფიქროს სამომავლოდ დანაშაული და ეს სამომავლოდ მათთვისაა კარგი, ასეთი პრევენციული ეფექტი საბოლო ჯამში მათ შეაკავებინებს თავს შესაბამისი დანაშაულის ჩადენისგან, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა. ჩვენ არავის ციხეში მოხვედრა არ გვინდა, ჩვენ გვინდა ის, რომ ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული. სწორედ, ეს პრევენციული ეფექტი იქონია, საბოლოო ჯამში, კონკრეტული ადამიანების დაპატიმრებამ, რაც იყო უბრალოდ გარდაუვალი, თუ ჩვენ გვინდოდა პრევენციული ეფექტის მიღწევა. დღეს, სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 1, 2, ან სამი წლის წინ მითუმეტეს და მზად ვართ, რომ არც ერთი ასეთი სცენარი არ განმეორდეს. ვფიქრობ, დღეს, მათი რესურსი არის ძალიან შეზღუდული, ნებისმიერი პოტენციური მოძალადის რესურსი არის ძალიან შეზღუდული და ამიტომაა ის, რომ შანტაჟის ინსტრუმენტებსაც კონკრეტული ძალები აღარ იყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იციან, რომ შანტაჟის არც ერთი ინსტრუმენტი აღარ გამოდგება საქართველოში რევოლუციური პროცესების გასავითარებლად. ერთ-ერთი ასეთი პოტენციური ინსტრუმენტი იყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა ეს ინსტრუმენტიც არ ამოქმედდა და ვფიქრობ, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ყველამ გაიგო ყველაფერი. ყველამ გაიგო ის, რომ შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ევროკომისიის ანგარიშში ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე ასევე იყო შანტაჟის მცირე მცდელობა, თუმცა რაც შეეხება პრაქტიკულ ნაბიჯებს, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უფრო პრაგმატულად იმოქმედებენ კონკრეტული ბიუროკრატები,“ - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა