ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა
Putin “not very happy” about Ukraine’s recent gains – Rutte
ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს

ირაკლი კობახიძე - ყველას დავუსვამთ კითხვებს, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს პასუხი

25.12.2025 ნახვები: 355

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჯამური ფასნამატი არის 86 პროცენტი საქართველოს საზღვრიდან დახლამდე.

მთავრობის მეთაურის განცხადებით,

„ჩვენ დავიანგარიშეთ როგორია ფასნამატი, სად წარმოიქმნება ეს ფასნამატი. ჯამური ფასნამატი არის 86 პროცენტი საქართველოს საზღვრიდან დახლამდე. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას. უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს და ამის საფუძველზე საზოგადოებას გავაცნობთ კონკრეტულ შედეგებს. ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. ამის გამო მივმართე ერთი მხრივ, სამართალდამცველ სტრუქტურებს, მეორე მხრივ, ვთხოვე საქართველოს პარლამენტს, გამოეყენებინა საკუთარი ბერკეტები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი, სად არის ფასების შემცირების რესურსი და ამაზე მომზადდება სიღრმისეული დასკვნა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ ფასების შემცირებას იმ პროცესების საფუძველზე, რომელიც მალე დაიწყება და მალევე უნდა დასრულდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, რომ თითქოს ხელისუფლება აპირებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღნიშნული მიმართულებით, თუმცა რასაც ხელისუფლება აპირებს არის ის, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი და სადაც ამის რესურსია - ფასების შემცირება უზრუნველყოს.

„ოპოზიციის 80 % დადგა მაღალი ფასების მხარეს, გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, რომ, თითქოს, ჩვენ ვაპირებთ რაღაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და ა.შ. ჩვენ რასაც ვაპირებთ, ეს არის საკითხში ჩაღრმავება და სადაც არის ფასების შემცირების რესურსი, ბუნებრივია, ყველგან უნდა იყოს ეს უზრუნველყოფილი,"- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა შესაბამისი პირის მიმართ უნდა დაისვას შეკითხვები, ვინაიდან მათი პასუხები მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებით სწორი დასკვნების გამოსატანად.

„წინ რომ არ გავუსწროთ მოვლენებს, ყველას უნდა დავუსვათ შეკითხვები. მათ შორის, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს კითხვებს პასუხი, ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი ამ შეკითხვებზე. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და ამ დასკვნების საფუძველზე მივაღწიოთ ფასების შემცირებას,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა