ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრალი აბსურდულია - დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე

25.12.2025 ნახვები: 368

ბინების გაყიდვით, შევიძინე ბინა ესპანეთში. ამ ბინის საფასური კი დავფარე ორი ბინის რეალიზაციის შედეგად. ამის საფუძველზე ვარ დაკავებული,- ამის შესახებ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის

ფაქტზე ბრალდებულმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი აბსურდულია, რომელსაც "ნორმალურ ქვეყანაში არ თუ სასამართლო, არამედ ბრალდების მხარეც არ გაიზიარებდა".

„ბრალი, არ ვიცი, იმდენად აბსურდულია, თუმცა ის, რაც ბრალდებამ აღნიშნა არის ის, რომ ჩემი დაკავება მოხდა ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე. მგონია, რომ ამ ჩვენებას ნორმალურ ქვეყანაში არა თუ სასამართლო, არამედ ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა.

მეორე მტკიცებულება იყო, რომ თითქოს უძრავი ქონება შევნიღბე რეალიზაციის მოტივით. რომელზეც მე თავად ვამბობ, რომ ამით არ შემიძენია-თქო. აცხადებენ, რომ ამ ბინის რეალიზაციიდან მიღებული ფული დავმალე, კიდევ ორი ბინის რეალიზაციიდან მიღებული ფულით. ეს ბინები კი ჩემს ოჯახს შეძენილი ჰქონდა 2014 წელსა და 2007 წელს. ორივე ბინა გასხვისდა, რომელიც ასევე დეკლარაციაშიც არის ასახული და ნასყიდობის ხელშეკრულებაც არსებობს და მფლობელიც ჰყავს. ამას აყენებენ ეჭვქვეშ.

ამ ბინების გაყიდვით, შევიძინე ბინა ესპანეთში. ამ ბინის საფასური კი დავფარე ორი ბინის რეალიზაციის შედეგად. ამის საფუძველზე ვარ დაკავებული.

კანონში კორუფციასთან ბრძოლის შესახებ წერია, რომ მე ვალდებული ვიყავი საანგარიშო პერიოდში- 2024 წელს, წარმომედგინა და მიმეთითებინა ამ პერიოდში გასავალ-შემოსავალი და დადებული ხელშეკრულებები. ესპანეთის ბინის ხელშეკრულება მე დავდე 2024 წელს, იმ დროს კი რეგისტრირებული არ იყო, როდესაც დეკლარაცია შევავსე. აი ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მედავებიან",- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.

ასევე, ბრალდების მხარის მოთხოვნით გამოსაკვლევ მტკიცებულებებს კიდევ 7 კომპიუტერული დისკი დაერთო, სადაც ბრალდებულების კომუნიკაციაა ასახული. ასევე, გამოსაკითხ პირთა რაოდენობას, ექსპერტებიც დაემატნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა