ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს გენერალურ პროკურორს - ქიმიური გამაღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება სრულად უნდა იქნას შესწავლილი

17.12.2025 ნახვები: 386

ევროპის საბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში მაიკლ ო’ფლაერტიმ საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს წერილი გაუგზავნა, სადაც ის გამოხატავს შეშფოთებას 2024 წლის ბოლოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების სავარაუდო შემთხვევების გამოძიებაში ხელშესახები პროგრესის არარსებობის გამო, - ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.

კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული და პროკურატურისთვის გადაცემული გამოძიებების ეფექტურობასთან დაკავშირებით. კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ მაშინ, როცა მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები წინ წავიდა და გამამტყუნებელი განაჩენებით დასრულდა, პოლიციის მიერ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.

წერილში ნახსენებია საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნები, „რომლებიც მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მრავალრიცხოვან ბრალდებებს ადასტურებს, მათ შორის წამებისა და ქალი მომიტინგეების მიმართ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მუქარის შესახებ ცნობებს“.

კომისარი ხაზს უსვამს, რომ ქიმიური ირიტანტების (გამღიზიანებლების) შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება სრულად უნდა იქნას შესწავლილი, რადგან ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს ძალის გამოყენების კანონიერებასთან, აუცილებლობასთან და პროპორციულობასთან დაკავშირებით, „განსაკუთრებით ოფიციალური აღიარების გათვალისწინებით, რომ საპროტესტო აქციების დროს წყლის ჭავლებში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული“.

„მიმაჩნია, რომ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხი უნდა განიხილებოდეს, როგორც მთავარი პროკურატურის მიერ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენების გამოძიების ნაწილი, რადგან ეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს”, - აღნიშნულია წერილში.

კომისარი სწრაფი, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების მოწოდებით გამოდის, მოითხოვს პასუხისმგებლობის აღებას მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი ადამიანის უფლებების ნებისმიერი დარღვევისთვის და ითხოვს განახლებულ ინფორმაციას მიღებული ზომების შესახებ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა