ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის გამარჯვებულების, მზია ამაღლობელის და ანდჟეი პოჩობუტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

16.12.2025 ნახვები: 381

ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის გამარჯვებულების, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და ბელარუსი ჟურნალისტის, ანდჟეი პოჩობუტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

„დიდი პატივია, ძვირფასო კოლეგებო, გიმასპინძლოთ სახაროვის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ეძღვნება გამორჩეულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან მთელ მსოფლიოში, ვინც შთააგონებენ სხვებს, რომლებიც აგრძელებენ სიმართლისთვის ბრძოლას მიუხედავად იმისა, რამდენად დიდია გამოწვევა და რამდენად დიდი მსხვერპლია საჭირო. დღეს მივესალმებით ორ არაჩვეულებრივ ადამიანს : ჟურნალისტებს, ანდჟეი პოჩობუტის და მზია ამაღლობელს. ანდრეი და მზია დღეს ჩვენთან არ არიან, ისინი პატიმრობაში არიან. უბრალოდ თავიანთი სამუშაოს შესრულებისთვის, უსამართლობისა და დევნის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისთვის“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.

ანდჟეი პოჩობუტის სახელით ჯილდო მის ქალიშვილს, იანა პოჩობუტის გადასცეს, მზია ამაღლობელის სახელით კი ჟურნალისტ ირმა დიმიტრაძეს.

ანდჟეი პოჩობუტი და მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებულებად მიმდინარე წლის ოქტომბერში დასახელდნენ. პრემიის გამარჯვებულებს 50 000 ევრო გადაეცემათ.

ცნობისთვის, სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის განვითარების და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა