ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები - Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

15.12.2025 ნახვები: 331

ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ალპურმა ქოხმა, „ალტიჰატმა“ და ახალგაზრდული ტანსაცმლის ბრენდმა, “Reckless”-მა  საერთო, თემატური ბალაკლავა გამოუშვეს. ამ აქსესუარით ორმა სრულიად განსხვავებულმა, მაგრამ ერთი სულისკვეთების მქონე ბრენდმა, მთის თავისუფლება და ურბანული ენერგია გააერთიანა.

დიზაინერებმა ანკა ქოიავამ, ლიზა ყაჯრიშვილმა და მასო მწარიაშვილმა  ,,ალტიჰატიდან’’ გადაღებული მთის პეიზაჟები გრაფიკულ გამოსახულებად აქციეს. ტექსტები კი, რომელიც ბალაკლავაზე დაიტანეს,  Reckless-ის მკაფიო მესიჯს და ,,ალტიჰატის’’ ხასიათს ერთდროულად ატარებს.

 

„რადგან ქუჩის სტილი და სამთო სპეციფიკა ძალიან განსხვავებულია, ამიტომ ამ აქსესუარზე შევჯერდით. ეფექტურიცაა და მოძრაობაშიც ხელს არ გიშლის“, -ამბობენ დიზაინერები.

ეს კოლაბორაცია არც ერთ ბრენდს კომერციული ინტერესით არ დაუწყია. Reckless -ის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე აფრიდონიძე ამბობს, რომ როგორც წესი, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობას ფრთხილად ეკიდებიან. ,,ალტიჰატის’’  შემთხვევაში, კი, მალევე მიხვდნენ, რომ გემოვნება, ხედვები და შესრულების ხარისხი ერთმანეთს ემთხვეოდა.

„ორივე  ბრენდი  თავად ქმნის თემს და ე.წ. community builder-ია. ერთი - ურბანულ  გარემოში, ახალგაზრდებთანაა დაკავშირებული, ,,ალტიჰატი’’ კი,  ამ გარემოსგან შორს, მაგრამ, ზუსტად თავისუფლების იდეას და ღირებულებებს იზიარებს. გამორჩეული დიზაინით შექმნილ  აქსესუარზეც ეს მთავარი მესიჯებია დატანილი“, - ამბობს თორნიკე.

„ვფიქრობ, ამ კოლაბორაციით და ექსკლუზიური პროდუქტის შექმნით, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ ახალი ეტაპი დავიწყეთ. გვინდა, მაგალითის მიმცემი გავხდეთ სხვებისთვის. ჩვენი მიდგომა ნიკო ნიკოლაძის სიტყვებს მიჰყვება: ,,შრომა, პატიოსნება და სწავლა“, - ამბობს „ალტიჰატის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ალავიძე.

კოლაბორაციის შესახებ პრეზენტაცია უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ეს თანამშრომლობა ზუსტად პასუხობს თიბისი ბიზნესდაჯილდოების მთავარ გზავნილს - წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა