ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე - უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს

ნახვები: 505 სალომე ზურაბიშვილი აქციაზე - უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს

უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს, მით უმეტეს, როდესაც პრინციპული საკითხები წყდება - ერთადერთი გეგმა არის ერთად ყოფნა, არ შეგუება,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ახლა ბრძოლა მიმდინარეობს არა ერთი რომელიმე კანონის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის.

„კანონები არაფერია. უამრავი ხალხია გამოსული. არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს, მით უმეტეს, როდესაც პრინციპული საკითხები წყდება. ეს აღარ არის რომელიმე კანონის წინააღმდეგ, ეს უკვე არის ბრძოლა ამ ქვეყნისთვის, მის მართლა გადარჩენისთვის და იმის გამოსაცხადებლად, რომ რუსული საქართველო არ გვინდა და ამასთან დაკავშირებით, მგონი, ძალიან ერთიანი ვართ.

ჩემი საქმე არ არის, რომ გეგმა დავსახო. არავის აქვს არასდროს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხეს, ერთადერთი გეგმა არის ერთად ყოფნა, არ შეგუება და ერთადერთი გეგმა არის ის, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ვინც სვამს კითხვას გეგმაზე, თვითონ თქვას, როგორი გეგმა შეიძლება იყოს. გეგმა აგერ არის: ეს ხალხი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა