ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

სალომე ზურაბიშვილი - კობახიძე არა მხოლოდ გვერდით უდგას პუტინს, არამედ არ გადის დარბაზიდან, როდესაც ის გამოდის სიტყვით

12.12.2025 ნახვები: 389

საქართველოს ე.წ. პრემიერი პუტინის გვერდით იდგა – ეს არის წითელი ხაზი, რომლის იქით საქართველო ხდება რუსეთის მონა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა, არსებული ვითარება „სავალალოა“ და საზოგადოებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოვიდეს რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე.

მან ნეიტრალიტეტის თემასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ აღნიშნული იდეა „რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნის ნაწილია“, მაშინ როცა საქართველო კვლავ მიუღწეველი ევროპული ინტეგრაციის გზაზე დგას.

„მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ მოვლენებს და იმ საზარელ სურათს, რაც ჩვენ დავინახეთ ეკრანებზე - ამ ქვეყნის ე.წ. პრემიერი, რომელიც თურქმენეთშია ჩასული, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის მთავარი თემაა ნეიტრალიტეტი, ამ კონფერენციას ესწრება პუტინის გვერდში დგომით. არა მხოლოდ გვერდით უდგას, არამედ როდესაც პუტინი გამოდის სიტყვით, კობახიძე არ დგება და არ გადის დარბაზიდან, რაც არის პროტესტის ჩვეულებრივი ფორმა. ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, თუ სად მიდის და სად არის მისული ეს რეჟიმი. ნეიტრალიტეტი არის ოცნება არა საქართველოს, არამედ რუსეთის, რომ დაამკვიდროს ნეიტრალიტეტი უკრაინაში, საქართველოში და ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ. ეს არის რუსეთის საუკუნის ოცნება, რასაც ასრულებს ივანიშვილი-კობახიძის რუსული რეჟიმი.

არ შეიძლება ამას ჩუმად შევხვდეთ და რეაგირება არ გვქონდეს. იმიტომ, რომ ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის იქით საქართველო ხდება რუსეთის მონა და ტოვებს ევროპული ინტეგრაციის გზას და უერთდება რუსეთის გზას - დამონების გზას, რომელიც გავიარეთ და რომლიდანაც გამოვედით.

ყველა კანონი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებულია დაჩქარებული წესით, ემსახურება რუსულ გეგმას, რომ საქართველო გადავიდეს რუსულ მოდელზე, რომ საქართველომ შეასრულოს რუსული ოცნებები. ერთ-ერთი რუსული ოცნება იყო, რომ საქართველო არ ყოფილიყო განათლებული ქვეყანა. ყველა კანონში შეგვიძლია ვნახოთ რუსული მითითებები. ეს არის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, რის გამოც ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ, შეგვიძლია დღესვე რუსთაველზე გამოსვლა და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ საქართველო არ იქნება რუსეთი!“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა