ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

ტრამპი - გვინდა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ

12.12.2025 ნახვები: 362

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ახლოს იყო შეთანხმის მიღწევასთან როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან.

„ვფიქრობდი, ძალიან ახლოს ვიყავით რუსეთთან შეთანხმების მიღწევასთან. ძალიან ახლოს ვიყავით უკრაინასთან შეთანხმების მიღწევასთან. სინამდვილეში, პრეზიდენტ ზელენსკის გამოკლებით, მის ხალხს ძალიან მოეწონა შეთანხმების კონცეფცია“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან ასევე დაადასტურა, რომ შაბათს, 13 დეკემბერს, ევროპაში შეხვედრა იგეგმება:

„მივალთ, თუ რეალური შანსი იქნება. არ გვინდა დროის დაკარგვა. გვინდა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ასეთმა ომებმა შეიძლება გლობალური ესკალაცია გამოიწვიოს.

„ეს ყველაფერი დიდი მსოფლიო ომებით მთავრდება. თუ ყველა გააგრძელებს ამ თამაშების თამაშს, ისინი მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდებიან. და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებით დაეხმარება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა