Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის შიდასახელმწიფოებრივი გზის 7 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

11.12.2025 ნახვები: 321

სამეგრელოს რეგიონშიშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხაობუჯიჯიხაშკარის გზის დაახლოებით 7-კილომეტრიან (კმ1–კმ7) მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძესაქარათველოს პარლამენტის წევრებთან ირაკლი ზარქუასთან და ილია ინჯიასთანსაატომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთანსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერ გუბაზ საჯაიასთან ერთად გაეცნო.

აღნიშნული გზა არაერთი დასახლებისთვის წარმოადგენს ძირითად სატრანსპორტო მარშრუტს და დაზიანებული საფარი მოსახლეობის ყოველდღიურ გადაადგილებას მნიშვნელოვნად ართულებდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაციადაგეგმილია ასფალტ-ბეტონის ახალი საფარის მოწყობაკიუვეტებისა და სანიაღვრე არხების გამართვაწყალგამტარი მილების მონტაჟიმიერთებებისა და ტროტუარის მოწყობამოსახლეობის ეზოებში შესასვლელების კეთილმოწყობასაგზაო ნიშნების განთავსება და გზის ჰორიზონტალური მონიშვნასამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია.

წალენჯიხაობუჯიჯიხაშკარის გზის საერთო სიგრძე 14 კილომეტრია. 2019 წელს დასრულდა გზის მეორე 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციამიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგწალენჯიხისა და ობუჯის დამაკავშირებელი გზა სრულად აღდგებაგადაადგილება კი უფრო კომფორტული გახდება.

აღნიშნული საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზემდინარე ტორჩიაზე არსებული ხიდის სანაცვლოდ ასევე დაგრგმილია ახალი სახიდე გადასასვლელის მდრნებლობასამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყებაშესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

არსებული ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აგებულიმისი კონსტრუქცია მნიშვნელოვნად დაზიანებული იყორის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალითანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობის შესახებპროექტის ფარგლებში იგეგმება 16.1-მეტრიანიერთმალიანი ახალი ხიდის მოწყობა.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებაპროექტის ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტს ლარს შეადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა