ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

სტრასბურგის სასამართლომ, გზის გადაკეტვის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას საჩივარი წარმოებაში მიიღო

11.12.2025 ნახვები: 352

სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საჩივარი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ენუქიძის მიერ, გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტზე, ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და მისთვის 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრებას შეეხება.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილის სოციალურ ქსელში წერს. ადვოკატის განმარტებით, სასამართლო სარჩელის არსებით განხილვას იწყებს.

„სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ბაჩო ქაჯაიას საჩივარი და იწყებს არსებით განხილვას. საჩივარი შეეხება გზის ხელოვნურად გადაკეტვისათვის მოსამართლე ნინო ენუქიძის მიერ ბაჩო ქაჯაიას უკანონოდ 5 000 ლარით დაჯარიმების ფაქტს.

უკანონო საქმისწარმოების, მტკიცებულებათა არარსებობის, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილების, ასევე სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვის გარეშე დატოვების საფუძვლებით ვითხოვთ, რომ: ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს ევროპული კონვენციის მე-6, მე-10, მე-11, მე-13 და მე-18 მუხლების დარღვევა.

არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ - მნიშვნელოვანია, რომ არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ქვეყნის შიგნით“, - წერს „ფეისბუქზე“ თორნიკე მიგინეიშვილი.

შეგახსენებთ, მსახიობ ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 2024 წლის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა