ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

საია-მ ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე ევროპული სასამართლოს დიდ პალატში მოიგო - საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს

11.12.2025 ნახვები: 359

„ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2019 წლის 20 - 21 ივნისის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოიგო.

ამის შესახებ ინფორმაციას საია სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, საიამ 2019 წლის 20 - 21 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე მოიგო“,- ნათქვამია განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს 85,000 ევრო.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს.

ამასთან, სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414.99 ევრო უნდა გადაუხადოს.

სახელმწიფომ მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა