ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

Financial Times - დონალდ ტრამპს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შობამდე სურს

10.12.2025 ნახვები: 339

ტრამპს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შობამდე სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს შეატყობინა, რომ შაბათს, 6 დეკემბერს, პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან „რთული” საუბრის დროს მას სამშვიდობო შეთანხმებაზე სწრაფი გადაწყვეტილებისკენ მოუწოდეს.

ასევე წყაროების ცნობით, ტრამპს შობამდე სურს შეთანხმების მიღწევა. მათი ინფორმაციით, ზელენსკიმ ამერიკელ წარმომადგენლებს უთხრა, რომ ვაშინგტონის წინადადებაზე რეაგირებამდე მას დრო სჭირდება სხვა ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებისთვის, ვინაიდან უკრაინა შიშობს, რომ თუ ევროპელები ჩართულები არ იქნებიან პროცესში, ეს ძირს გამოუთხრის დასავლეთის ერთიანობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა