ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

ლევან ხაბეიშვილი - იმ ხალხთან, რომელმაც მოსახლეობა მოწამლა, სათხოვარი არაფერი მაქვს!

09.12.2025 ნახვები: 386

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ადვოკატებს მიმართავს, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადახედვის შუამდგომლობა „არც ერთ ეტაპზე არ დააყენონ“.

როგორც ხაბეიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, „იმ ხალხთან, რომელმაც ქიმიური იარაღით მოწამლა მოსახლეობა, სათხოვარი არაფერი აქვს“.

მისივე თქმით, ის კარცერში, დილეგში ყოფნას „მიეჩვია“.

„იმ ხალხთან, რომელმაც ქიმიური იარაღით, როგორც ჩერნობილში, ისე მოწამლა მოსახლეობა, ორსულები, მცირეწლოვანები, სათხოვარი არაფერი მაქვს, თქვენი ჭირიმე, შემიცვალეთ აღკვეთი-მეთქი.

კარცერში ვარ, საცდელი ვირთხასავით ვარ. სამ თვეში ერთხელ შემიძლია შვილების ნახვა და ეს არის ამათი ჰუმანურობა. მცირეწლოვან შვილებს ვერ ვნახულობ, მამა რომ სჭირდებათ. ოთხ თვეში ერთხელ ვნახულობ სპეციალური ნებართვით.

განაჩენი უკვე გამოტანილია. მამუკა მდინარაძემ უკვე გამოიტანა განაჩენი და დამტოვებენ პატიმრობაში. ამიტომ მინდა ვუთხრა, ადვოკატებს, რომ შევეჩვიე კარცერში, დილეგში ყოფნას. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა - ცას უნდა უყურო ე.წ. კლეტკებით! მე საერთოდ არ მაინტერესებს ამ ქიმიურ “ტროიკასთან”: კობახიძე- მდინარაძე- ივანიშვილთან შესვლა”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალზეც ისაუბრა.

"რაც შეეხება ბრალს, ჩემი შეთავაზება გდდ-სთვის, პედაგოგისთვის თუ ქრთამია მაშინ, 2018 წელს ივანიშვილმა ხალხს მისი ფონდიდან ვალები გადაუხადა და ქრთამი ეგ არის. დამხობის შესახებ მეორე ბრალდება - არ ვიცი, სიტყვის გამო შეიძლება ციხეში ვიყო? “მშვიდობიანი დამხობა” იყო მშვიდობიანი აქციის სლოგანი. თქვენ ფიქრობთ, რომ მართლა ვინმეს „პანჩური“ უნდა ამოვარტყათ? აქ საუბარი იყო ივანიშვილის მშვიდობიან დამხობაზე და არა ხელისუფლების. ერთი წინადადება არ არსებობს ჩემი ძალადობრივი მოწოდების შესახებ”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა