ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

Axios - ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის

ნახვები: 417 Axios - ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის, რათა დაეთანხმოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ტერიტორიულ და სხვა დათმობებს, - Axios-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გამოცემას ორმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა განუცხადა.

გამოცემა წერს, რომ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ორ საკითხზე შეჩერდა: ერთია რუსეთის მოთხოვნა, რომ უკრაინამ დათმოს მთელი დონბასის რეგიონი, მათ შორის მისი ძალების მიერ კონტროლირებადი ნაწილები, და მეორეა უკრაინის მოთხოვნა აშშ-სგან უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების შესახებ, რუსეთის მომავალი აგრესიის თავიდან აცილების მიზნით.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა, რომ კიევის პერსპექტივიდან, აშშ-ის შეთავაზებ გაუარესდა მას შემდეგ, რაც ტრამპის მრჩევლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა გასულ კვირას კრემლში ვლადიმერ პუტინთან ხუთსაათიანი შეხვედრა გამართეს.

ოფიციალური პირის თქმით, უიტკოფს და კუშნერს, როგორც ჩანს, სურდათ ზელენსკისგან მკაფიო „დიახ“-ის მიღება, როდესაც მათ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს სამშვიდობო გეგმა განიხილეს.

„ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს აშშ სხვადასხვა გზით ცდილობდა ჩვენს დარწმუნებას რუსეთის სურვილში, დაიკავოს მთელი დონბასი და რომ ამერიკელებს სურდათ, ზელენსკის ამ ყველაფერს სატელეფონო საუბრის დროს დასთანხმებოდა“, - განაცხადა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა