ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპას იმის საშუალება აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს

08.12.2025 ნახვები: 389

ევროპას იმის საშუალება და ნება აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს შუადღისას „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გვქონდა. პრეზიდენტ ზელენსკისა და დამსწრე ლიდერებს ორი მთავარი პრიორიტეტის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია: უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის თავდაცვის მზადყოფნის გაზრდა. ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა უკრაინის გადარჩენას ხელს შეუწყობს და ეს ევროპული თავდაცვის გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტია“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

მისი თქმით, „რეპარაციული სესხის წინადადება კომპლექსურია, მაგრამ იგი რუსეთისთვის ომის ფასს ზრდის“.

„წინადადება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ ნაღდი ფულის ბალანსს ეფუძნება. ამ ბალანსის რეპარაციისთვის გამოყენება მოხდება. მაშინ, როდესაც უკრაინა დიპლომატიურ ძალისხმევაშია ჩართული, რუსეთი დროს აჭიანურებს, დიპლომატიას დასცინის და დარტყმების რაოდენობას ზრდის. ჩვენ ვიცით, ვინ არის ამ ომში აგრესორი და ვინ მსხვერპლი. რუსეთი ამ სასტიკი ომით ჩვენს გაყოფას ცდილობდა, თუმცა საპირისპიროს მიაღწია. ახლა ჩვენი კავშირები ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა