ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლეს - მაქვს სპეციფიკური დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება

08.12.2025 ნახვები: 408

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც ყოველდღიურ სარეაბილიტაციო პროცედურებს საჭიროებს, პენიტენციურ სისტემაში კი აღნიშნულს ვერ იღებს.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ეს არსებით ცვლილებას წარმოადგენს, რაც აღკვეთის ღონისძიების განხილვისას გათვალისწინებული უნდა იყოს.

ბურჭულაძის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, არსებითად შეიცვალა გარემოებებიც - მტკიცებულებების მოპოვების პროცესი დასრულებულია, ბრალდების მხარემ კი ვერ წარმოადგინა ვერც პირდაპირი და ვერც საკმარისი მტკიცებულებები.

"არ მინდა დავაკნინო ბრალდების ან დაცვის მხარე, როდესაც ისინი (დასაკნინებლად არ ვიყენებ ამ ტერმინს) ფაქტების შაბლონური განმარტებებით ხელმძღვანელობენ, თუმცა გარდა შაბლონებისა, თქვენ ბრძანეთ, ბატონო მოსამართლევ, არსებითად რა შეიცვალაო. არსებითი ცვლილებაა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დაცვის მხარემ დაასახელა. ამას ვადასტურებ და ეს საჭიროებს ყოველდღიურ რეაბილიტაციას, კერძოდ მასაჟები და ა.შ, რაც ვერ კეთდება პენიტენციურ დაწესებულებაში.

მეორე, არსებითად რა შეიცვალა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ჩემ მოსაზრებას. აღკვეთის ყველაზე მძიმე ღონისძიება-პატიმრობა ეს შეიძლება შეეხებოდეს ძალადობრივ დანაშაულებს. სწორედ იმას ასაბუთებს დაცვის მხარე, რომ ამ საქმეში არ არის მიზანშეწონილი გამოყენებულ იქნეს ყველაზე მკაცრი ზომა.

მეორე, რაც შეიცვალა, ჩემი აზრით, არის ის, რომ რაც მტკიცებულებების მოპოვება დასრულდა, ვერ გასცდა დაუსაბუთებელ და ირიბ მტკიცებულებებს. ეს არის ზუსტად ის არსებითი გარემოება, რაც შეიცვალა.

აქამდე ბრალდების მხარეს ჰქონდა დრო მოეპოვებინა მტკიცებულებები, რაც შეიძლება მოსამართლისთვის გამხდარიყო საფუძველი მკაცრი ღონისძიების გამოყენებისთვის.

არსებითად შეიცვალა ის, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოიპოვა პირდაპირი მტკიცებულებები. ეს არის ის გარემოებები, რაზეც უნდა იმსჯელოს სასამართლომ”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მას ისეთი სპეციფიკური დაავადება აქვს, რომელიც „ქვეყნის მასშტაბითაც არ იკურნება“.

“არის სპეციალური დაავადებები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბითაც არ იკურნება, ჩემი პრობლემა ამ კატეგორიას განეკუთვნება. მაგალითად, ერთ-ერთ დაავადებას ესპანეთში ვმკურნალობდი. ასევე მაქვს მორალური პრობლემა, მყავს 8 შვილი, აქედან მცირეწლოვანი შვილი. ესეც გაითვალისწინეთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მანამდე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ მოსამართლეს მიმართა, აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისას ჯუანშერ ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეთვალისწინებინა. კერძოდ, ადვოკატმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა დაკავებამდე 2 დღით ადრე, საქართველოში ერთ-ერთი ზამთრის კურორტზე, თხილამურებზე სრიალის დროს, მარჯვენა მხრის მყესის ტრავმა მიიღო, რისთვისაც ბურჭულაძეს სჭირდება სპეციალური მკურნალობა და მასაჟები, რისი გაკეთებაც პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხერხდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე, ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესს ღუდუშაურის გარდა ყველა ბრალდებული ესწრებოდა.

მოსამართლემ, შემდეგი სასამართლო პროცესი 15 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩანიშნა.

 
 
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა