ჯეფრი ეპშტეინის დოკუმენტებში დონალდ ტრამპის ფოტოებიც არის
სალომე ზურაბიშვილი აქციაზე - უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე აინთო
სალომე ზურაბიშვილი - კობახიძე არა მხოლოდ გვერდით უდგას პუტინს, არამედ არ გადის დარბაზიდან, როდესაც ის გამოდის სიტყვით
BIAFF 2025 - ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ჟურნალმა „თაიმმა“ 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა

რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე

08.12.2025 ნახვები: 207

ყოველდღიურ რუტინაში, ერთხელ მაინც გაგვივლია გულში, გვქონოდა საკუთარი საქმე, საკუთარი ბიზნესი წამოგვეწყო. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, ახალი სტარტაპის რეკლამა შეგვხვედრია და გაგვიფიქრებია: ეს იდეა ხომ მეც მქონდა?

მთავარი სირთულე მაინც ბიზნესის წამოსაწყებად პირველი ნაბიჯის გადადგმაა. ამ დროს, ახალბედა მეწარმეებს უამრავი კითხვა  უჩნდებათ, ამ კითხვებზე სწორი პასუხები მათ შეცდომებისგან აზღვევს.  

მოდი, ვნახოთ, რა კითხვებს სვამენ ყველაზე ხშირად დამწყები ბიზნესები.

 1.რა თანხაა საჭირო საქმის დასაწყებად?

ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს, თუმცა, ინვესტიციის რაოდენობის განსაზღვრისას, უნდა გაითვალისწინო შემდეგი ხარჯები: ტექნიკა, ინვენტარი, რემონტი, მარკეტინგული და პირველი რამდენიმე თვის საოპერაციო ხარჯები. ბიზნესი პირველ 3–6 თვეს იშვიათად მუშაობს სრული დატვირთვით, ამიტომ ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია.

2.როდის ამოვიღებ ჩადებულ ფულს?

 ეს კითხვა ყოველთვის ლეგიტიმურია. თუ არ იცი, როდის ამოიღებ ფულს, შეიძლება საერთოდ ვერ ამოიღო. დავუშვათ, 20 000-ლარიანი დანაზოგით პოპულარული ყავის „დრაივი“ გახსენი. ცოტა ხანში კი ასეთი  შედეგი გაქვს - შემოსავალი 7 000 ლარი, ხარჯები (ქირა, პროდუქტი, კომუნალურები, თანამშრომელი) - 5 000 ლარი. გამოდის, რომ შენი წმინდა მოგება 2 000 ლარია.  ინვესტიციის ამოსაღებად კი ეს მარტივი ფორმულა გამოგადგება: ინვესტიცია თვიურ წმინდა მოგებაზე უნდა გაყო. შენს შემთხვევაში - 20 000/2000 =10 თვე.  გამოდის, რომ ჩადებულ თანხას 10 თვეში ამოიღებ, რეალური მოგება კი, ამის შემდეგ დაიწყება.

3.როგორ განვსაზღვრო პროდუქტის ან მომსახურების ფასი?

ჯერ, ზუსტად უნდა დაითვალო, რა გიჯდება შენი პროდუქტის ან მომსახურების შექმნა. ამაში შედის მასალა, დრო, შრომა, მიწოდება, კომუნალურები, მარკეტინგული ხარჯები. ეს თანხა იქნება ის მინიმუმი, რომლის ქვემოთაც უბრალოდ ვერ ჩამოხვალ. შემდეგ კი  აუცილებლად ნახე, რა ღირს მსგავსი პროდუქტი ბაზარზე. კონკურენტების ფასი მოგცემს წარმოდგენას, თუ რა თანხის გადასახდელად არის მზად მომხმარებელი.  ბოლოს კი,  დაფიქრდი: რა ღირებულებას აძლევს შენი პროდუქტი მომხმარებელს. თუ უკეთეს შედეგს ან უფრო სწრაფ მომსახურებას აძლევ, შეგიძლია უფრო მაღალი ფასი დააწესო.

თუ კარგი იდეაც გაქვს, ბიზნესგეგმაც დაწერე და ბანკის მხარდაჭერის ეტაპამდე მიხვედი, აუცილებლად დაგაინტერესებს:

4.რას აქცევს ინვესტორი/ბანკი ყველაზე დიდ ყურადღებას?

ინვესტორი და ბანკი ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რამდენად სიცოცხლისუნარიანი, რეალისტურად დაგეგმილი და მართვადი არის შენი ბიზნესი. ფინანსური პროგნოზები უნდა იყოს ზუსტი და არგუმენტირებული, ხოლო ბიზნესმოდელი კი გასაგები და შემოსავლიანი. ამას შემდგომ ემატება გუნდის კომპეტენციაც. მარტივად: მათ სურთ დაინახონ, რომ შენი იდეა ნამდვილად იმუშავებს, შეძლებ ვალდებულებების შესრულებას და პროექტი გრძელვადიანად მომგებიანი იქნება.

5.Word-ის დოკუმენტი ჯობია თუ პრეზენტაცია (Pitch Deck)?

დამწყები ბიზნესისთვის Pitch Deck თითქმის ყოველთვის უფრო ეფექტიანია, რადგან დროის მცირე მონაკვეთში გსურს ინვესტორის დარწმუნება. Word-ის დოკუმენტი საჭიროა მხოლოდ როგორც დამატებითი მასალა, სადაც სრულად  ახსნი ტექნიკურ დეტალებს.

როგორც ხედავ, მარტო არ ხარ და მსგავსი და კიდევ უამრავი კითხვა ბევრ დამწყები ბიზნესის წარმომადგენელს უტრიალებს თავში. თუ ყურადღებით იქნები, ქალაქში მალე სხვა კითხვებზე პასუხებსაც ნახავ.

და, გახსოვდეს - თუ იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა