ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

სტივენ დაუთი - ველით, რომ საქართველო ქიმიური იარაღის კონვენციის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს

08.12.2025 ნახვები: 352

ველით, რომ საქართველო ქიმიური იარაღის კონვენციის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, რათა ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების აკრძალვის სავარაუდო დარღვევების სათანადოდ გამოძიება მოხდეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში, სტივენ დაუთმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრის, ჯესიკა მორდენის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე, „როგორ აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ბრომობენზილციანიდის გამოყენების შესახებ ბრალდებებს“, დაუთმა უპასუხა: „ღრმად შეშფოთებული ვიყავი BBC-ის რეპორტაჟით, რომელიც აცხადებს, რომ სავარაუდოდ, საქართველოს პოლიციამ 2024 წლის ბოლოს თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიკატები გამოიყენა“.

„ველით, რომ საქართველო ქიმიური იარაღის კონვენციის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების შესახებ კონვენციის აკრძალვების სავარაუდო დარღვევების სათანადოდ გამოძიება მოხდეს“, - პასუხობს დაუთი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა