ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

ემანეულ მაკრონი - უკრაინას შეუძლია ჩვენი ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს - უკრაინაში სასწორზეა მთლიანად ევროპის უსაფრთხოება

07.12.2025 ნახვები: 384

ემანეულ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი 8 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ჩავლენ ლონდონში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს, რადგან უკრაინაში სასწორზე დგას ასევე ევროპის უსაფრთხოება.

"ორშაბათს [8 დეკემბერს] გავემგზავრები ლონდონში, რათა შევხვდე უკრაინის პრეზიდენტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს, და ერთად შევაფასოთ ვითარება და ამერიკული შუამდგომლობის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებები.

უკრაინას შეუძლია ჩვენი ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. სწორედ ეს არის იმ ძალისხმევების მიზანი, რომლებიც "მსურველთა კოალიციის" ფარგლებში გავიღეთ. ამერიკელებთან ერთად გავაგრძელებთ მას, რათა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მივაწოდოთ, რომელთა გარეშეც ვერ იქნება მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა.

უკრაინაში სასწორზეა ასევე მთლიანად ევროპის უსაფრთხოება", - წერს მაკრონი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა