დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 670 938 ლარი შეგროვდა - მარათონი დასრულდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია

ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანიის კანცლერთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრთან გაყინული რუსული აქტივების საკითხი განიხილა

06.12.2025 ნახვები: 391

ურსულა ფონ დერ ლაიენი გაყინული რუსული აქტივების საკითხის განსახილველად გერმანიის კანცლერსა და ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრთან, ბარტ დე ვევერთან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა.

„აღვნიშნეთ, რომ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას ევროპული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით ბელგიის პოზიციის უარყოფა არ შეიძლება და ეს ისე უნდა მოგვარდეს, რომ ყველა ევროპულმა სახელმწიფომ ერთნაირი რისკი აიღოს. შევთანხმდით, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომაზე კონსენსუსის მიღწევის მიზნით, მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

შეგახსენებთ, ბელგია, რომლის ტერიტორიაზე რუსეთის გაყინული აქტივების უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 189 მილიარდი ევრო) ინახება, რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით ევროკომისიის გეგმას მხარს არ უჭერს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა