დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 670 938 ლარი შეგროვდა - მარათონი დასრულდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა

05.12.2025 ნახვები: 338

60 000-მდე უნიკალური მომხმარებელი, 3-ჯერ გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობა და პარტნიორი ობიექტების ბრუნვა- ასეთია თიბისის წლევანდელი შავი პარასკევის შეთავაზების შედეგები.

წელს ბრენდმა მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა, შეეძინათ იმაზე მეტი, ვიდრე სხვა დროს, Black Friday-ზე იძენდნენ ხოლმე. 28 ნოემბერს- ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელებმა, ჯამში 60 ათასმა მომხმარებელმა, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე შერჩეული ბრენდის ფიზიკურ მაღაზიებში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებითი 30%-იანი  ქეშბექით ისარგებლეს. მომხმარებლებს ქეშბექი მომენტალურად უბრუნდებოდათ, რაც შოპინგის გაგრძელების და კიდევ მეტი ნივთის ყიდვის შესაძლებლობას აძლევდათ.

წინასასკოლო სეზონი, შავი პარასკევი, ახალი წელი…. – ეს ის პერიოდები და თარიღებია, რომლებსაც თიბისის მომხმარებლები ყველაზე მეტად ელოდებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ მათ საჭიროებებზე მორგებულ, მრავალფეროვან შეთავაზებებს მიიღებენ. იმისათვის, რომ შეთავაზებები ყველა ტიპის მომხმარებლის ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით შექმნას, თიბისის ლოიალობის გუნდი თითოეულ კამპანიას საგულდაგულოდ, რამდენიმე თვით ადრე, მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით გეგმავს.

"ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა, ჯერ კიდევ, სანამ კამპანიას დავიწყებდით, თუ რომელ ობიექტებში სურდათ შეთავაზება გვქონოდა - მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველა მათგანის სურვილი გაგვეთვალისწინებინა, შედეგად, ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღეთ. ყველას მოეწონა შეთავაზებები - კარგი ფასდაკლება, თან ქეშბექი", -  ანა ორბელაძე, თიბისის ლოიალობის პროგრამის ბრენდ მენეჯერი.

შავი პარასკევის შეთავაზებების დროს გაიზარდა თიბისის პარტნიორი ბიზნესების საშუალო დღიური ბრუნვაც, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თიბისი მსგავსი კამპანიებით მნიშვნელოვნად აძლიერებს და მხარს უჭერს ბიზნესების საქმიანობასაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა