ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

ფრიდრიხ მერცი - გაყინული რუსული აქტივები არა შეერთებულ შტატებს, არამედ უკრაინას უნდა გადაეცეს

05.12.2025 ნახვები: 397

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივები უკრაინას უნდა გადაეცეს და არა შეერთებულ შტატებს.

მისი თქმით, ვაშინგტონში ზოგიერთს სურს გაყინული აქტივებით გარკვეული ეკონომიკური მოგების მიღება.

„ეს ფული უკრაინას უნდა გადაეცეს“, - განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ უკრაინას ზამთრის გადატანაში დახმარება და, სავარაუდოდ, მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. „ამისთვის თანხები გვჭირდება. ეს ევროპული საკითხია და ვერ ვხედავ ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომ ჩვენს მიერ მობილიზებული თანხა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიტანოთ და ამერიკის მთავრობამ ეს იცის“, - განაცხადა კანცლერმა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერი დღეს ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერს შეხვდება. შეხვედრას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც დაესწრება. მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილავენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გაცემის საკითხს.

შეგახსენებთ, ბელგია, რომლის ტერიტორიაზე რუსეთის გაყინული აქტივების უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 189 მილიარდი ევრო) ინახება, რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით ევროკომისიის გეგმას მხარს არ უჭერს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა