დონალდ ტრამპი - უზრუნველვყოფთ, რომ მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს
ელენე ხოშტარია - არ დავზოგავთ თავს შედეგისთვის
მიხეილ სააკაშვილი - მადლობა ყველას, ვინც ერთად დადგა და არ აჰყვა მტრის შემოგდებულ ცდუნებას, გათიშვის და ერთმანეთის ჩაძირვის მიმართულებით
თამარ ჩერგოლეიშვილი - „ოპოზიციური ალიანსი“ არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი გაზრდის თავის ბირთვულ არსენალს
დონალდ ტრამპი - ირანზე დარტყმების დიდი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის
ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება
ბაჩო ახალაია მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - არასწორად მომექეცით, რაც ჩაიდინეთ: სხდომის დახურვა, ადვოკატის აცილება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სისხლის სამართლის დანაშაულია - ჩემი სიტყვა რატომ უნდა იყოს დახურული?

კირ სტარმერი - ვაწესებთ ყველაზე მკაცრ სანქციებს რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს​ წინააღმდეგ

05.12.2025 ნახვები: 333

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს სანქციებს უწესებს.

მისი თქმით, სანქციების დაწესების მიზეზი სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის“ გამოყენებასთან კავშირია.

„დღევანდელი დასკვნები კრემლის მიერ უდანაშაულო სიცოცხლის უგულებელყოფის შესახებ სერიოზული შეხსენებაა. ეს ანგარიში ნათელია: მორალური პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. და ეს კიდევ ერთი დასტურია დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შოკისმომგვრელი და უგუნური მტრული საქმიანობისა. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ვაწესებთ ყველაზე მკაცრ სანქციებს სადაზვერვო სამმართველოს​ (GRU) წინააღმდეგ, ასევე ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რატომ უნდა შევინარჩუნოთ ფხიზლად ყოფნა პუტინისა და რუსეთის მხრიდან მუდმივად მომავალი საფრთხის მიმართ“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მედიის ცნობით, სანქციები დაეკისრა GRU-ს კიდევ სამ ოფიცერს, რომლებიც, ბრიტანეთის თქმით, პასუხისმგებელნი იყვნენ უკრაინასა და მთელ ევროპაში მტრული საქმიანობის ორგანიზებაზე, მათ შორის უკრაინულ სუპერმარკეტებზე თავდასხმის დაგეგმვაზე.

ამასთან, ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, რათა გამოძიების შედეგებზე რეაგირება მოითხოვოს.

ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების დასკვნის მიხედვით, სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის“ გამოყენების განკარგულება სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასცა. გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, რადგან პარფიუმის ბოთლი შეიცავდა იმდენ მომწამვლელ ნივთიერებას, რაც საკმარისი იყო ათასობით ადამიანის მოკვლისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა