ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა დონალდ ტრამპის გუნდთან უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებისთვის ემზადება

04.12.2025 ნახვები: 348

უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდთან უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებისთვის ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენი მხრიდან, უკრაინის სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება არანაირი დაბრკოლება ან შეფერხება. ჩვენ აბსოლუტურად კონსტრუქციულები ვართ, ძალიან სწრაფად ვმუშაობთ პარტნიორებთან და ყველა ამას აღნიშნავს, მათ შორის ამერიკული მხარეც. ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას შემდეგ, რაც ამერიკული გუნდი მოსკოვიდან დაბრუნდება და ვაშინგტონში შესაბამის კონსულტაციებს გამართავს, რუსტემ უმეროვი და ყველა ის პირი, ვინც მოლაპარაკებებისთვის არის საჭირო, გააგრძელებენ დიალოგს პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან. უახლოეს დღეებში ველოდებით სიახლეებს ასეთი შეხვედრების, კონტაქტების, მოლაპარაკებების შესახებ, იქნება ეს პირადად თუ ტელეფონით. ყველა პარტნიორსა და უკრაინას შორის მუდმივი კონტაქტია. ახლა, ჟენევასა და ფლორიდაში გამართულ შეხვედრებზე უკრაინას მოუსმინეს და ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ველოდებით, რომ ასე გაგრძელდება. მხოლოდ უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი ღირსეული მშვიდობა. ასევე, პრაქტიკულად ყოველდღე გავაგრძელებ კომუნიკაციას, კოორდინაციას, იდეების გაცვლას, შეთანხმებებს ლიდერებთან. ახლა მსოფლიო ნამდვილად გრძნობს, რომ არსებობს ომის დასრულების შესაძლებლობა და მოლაპარაკებებში არსებული აქტივობა უნდა გაძლიერდეს რუსეთზე ზეწოლით. სწორედ ამ კომბინაციაზეა ყველაფერი დამოკიდებული – კონსტრუქციული დიპლომატია და აგრესორზე ზეწოლა. ორივე კომპონენტი მშვიდობისთვის მუშაობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა