ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა კლასტერის დახურვას 2026 წლის ბოლომდე შეძლებს

ნახვები: 495 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა კლასტერის დახურვას 2026 წლის ბოლომდე შეძლებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ყველა კლასტერი მომავალი წლის ბოლომდე დახუროს.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მოლაპარაკების ექვსივე კლასტერის გასახსნელად ტექნიკურად მზად 2025 წლის ბოლომდე იქნება.

„ევროკომისია აღიარებს, რომ შეგვიძლია სამი კლასტერის გახსნა. სამი კლასტერი საჭირო რაოდენობის ნახევარია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამის მისაღწევად. ყველას ესმის, რომ წლის ბოლომდე ტექნიკურად ყველაფერს გავაკეთებთ ექვსივე კლასტერის გასახსნელად. ამას ყველა აღიარებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მომავალ წელს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნები კვიპროსი და ირლანდია იქნებიან.

„გვსურს კლასტერების გახსნა კვიპროსის თავმჯდომარეობის დროს და შემდეგი ნაბიჯი მათი დახურვაა და ჩვენ ამის გაკეთება ირლანდიის თავმჯდომარეობის დროს გვსურს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა