კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს
ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო „ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?
საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი
თამარ ჩერგოლეიშვილი - რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება, ოღონდ ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე

დავით ჩახუნაშვილი გამოკითხვის შემდეგ - შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კვლევა წაკითხული არ ჰქონდათ

03.12.2025 ნახვები: 355

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კვლევა წაკითხული არ ჰქონდათ, - ამის შესახებ ექიმმა, დავით ჩახუნაშვილმა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გამომძიებლებმა, ექიმების ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები და დაინტერესდნენ, იყო თუ არა კვლევაში საუბარი ნივთიერება „კამიტეზე“, მაშინ, როცა მათ ანგარიშში ეს ნივთიერება ნახსენები არ არის.

„აინტერესებდათ თუ სად ვსწავლობდი, თუ როგორია ჩემი სამეცნიერო ხარისხი და სად მაქვს კვლევები გამოქვეყნებული. მეორე საკითხი შეეხებოდა [ექიმების ჯგუფის მიერ მომზადებულ] კვლევას, დაინტერესდნენ კვლევის მეთოდოლოგიაზე, შინაარსსა და დასკვნაზე. დეტალებში ავუხსენი მოსამართლეს, თუ რა იყო კვლევის მიზანი, როგორი იყო მეთოდოლოგია და დასკვნა, უბრალოდ გამოძიების მხარეს ისევ ჰქონდა კითხვები, თუ რა იყო დასკვნა, როდესაც ამაზე პასუხი გაცემული მქონდა. როგორც ჩანს ვერ მიხვდნენ, არ იყვნენ კვლევის მეთოდოლოგიებში კარგად გაცნობიერებულები და გარკვეულნი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კვლევა წაკითხული არ ჰქონდათ.

ასევე, დაინტერესდნენ ფიგურირებდა თუ არა „კამიტე“ ჩვენს სტატიაში. ჩვენ კვლევაში ამაზე საუბარი არ ყოფილა.

დაკავების მოლოდინი, არ ვიცი, უნდა მქონდეს თუ არა. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი რამის მოლოდინი უნდა ჰქონდეს. ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მომავალში ადამიანებს კვლევის ჩატარება აღარ მოუნდეთ, ან უსამართლობის წინააღმდეგ ხმა არ ამოიღონ“, - განაცხადა დავით ჩახუნაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად, სავარაუდოდ, ნივთიერება „კამიტე“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. გამოკითხვაზე ხდება იმ პირების დაბარება, რომლებიც BBC-ს რესპონდენტები იყვნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა