ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

მარკო რუბიო - რუსეთის მხრიდან გადაწყვეტილებები მხოლოდ პუტინმა უნდა მიიღოს, პუტინმა და არა მისმა მრჩევლებმა

03.12.2025 ნახვები: 370

ვცდილობთ ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ომის დასრულება ისე, რომ დაცული იყოს უკრაინის მომავალი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, გარკვეული პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ იქამდე არ მივსულვართ“, - აღნიშნა რუბიომ.

კითხვაზე, რამდენად დარწმუნებულია მშვიდობის პერსპექტივაში, რუბიომ უპასუხა :

„რთულია ამ საკითხზე დარწმუნების დონის განსაზღვრა, რადგან საბოლოო ჯამში, რუსეთის შემთხვევაში, გადაწყვეტილებები მხოლოდ პუტინმა უნდა მიიღოს. პუტინმა და არა მისმა მრჩევლებმა. მხოლოდ პუტინს შეუძლია ამ ომის დასრულება რუსეთის მხრიდან“, - აღნიშნა რუბიომ.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და პრეზიდენტის სიძეს, ჯარედ კუშნერს შეხვდა. შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ საუბარი ძალიან სასარგებლო, კონსტრუქციული და ინფორმაციული იყო, თუმცა, უკრაინის საკითხზე კომპრომისი ჯერ მიღწეული არ არის. ამასთან, მისი თქმით ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს, მაგრამ ისინი განხილვას საჭიროებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა