გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

კონსტანტინე ჩახუნაშვილი- უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, რაც რეალობას არ შეესაბამება

02.12.2025 ნახვები: 250

ჩემი აზრით, ამ გამოკითხვით მათ უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, ამით მოახდინონ BBC-ის დისკრედიტირება. შესაძლოა, ეს ასევე იყოს დაშინების მცდელობა და თუ ეს ყველაფერი არ გაუვიდათ, ჩემი აზრით, ასევე ეცდებიან, ვიღაც დასაჯონ კიდევაც სიმბოლურად ან განტევების ვაცად, ვგულისხმობ, რომ სისტემაში ვინმე გაწირონ , - ამის შესახებ ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გამომძიებლები კითხვებს იმ კვლევის შესახებ უსვამდნენ, რაც ისედაც საჯარო და ხელმისაწვდომია.

„გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები, რომლებიც იყო ისეთი ხასიათის, თუ რაზეა ჩემი სამეცნიერო ნაშრომები, რაც ისედაც საჯაროა.

რაც დღეს მედიაში ტრიალებს, ძირითადად არის ის, რომ უნდათ თქვან, თითქოს ჩვენი კვლევა უდევს საფუძვლად იმ დასკვნას, რომლის მიხედვითაც გამოყენებულია კონკრეტული ნივთიერება. ეს ჩვენი კვლევის საგანი არ ყოფილა.

მე რამდენჯერმე მივაწოდე ინფორმაცია, რომ თუ აინტერესებთ, საიდან მივიდა BBC ამ კონკრეტულ დასკვნამდე, 36-ე წუთიდან არის მთელი 20-წუთიანი მონაკვეთი და შესაბამისად, შეუძლიათ, გაეცნონ. მე შევუთანხმდი, რომ ბმულს, რომელიც ისედაც საჯაროა, მივაწოდებდი და დაიდენტიფიცირებული მონაცემები ანუ ციფრები რაც არის, თუ დასჭირდებათ, შემიძლია მივაწოდო.

ჩემი აზრით, ამ გამოკითხვით მათ უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, ამით მოახდინონ BBC-ის დისკრედიტირება და, შესაბამისად, ისე გამოიყვანონ, თითქოს BBC ჩვენს კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება. შესაძლოა, ეს ასევე იყოს დაშინების მცდელობა და თუ ეს ყველაფერი არ გაუვიდათ, ჩემი აზრით, ასევე ეცდებიან, ვიღაც დასაჯონ კიდევაც სიმბოლურად ან განტევების ვაცად, ვგულისხმობ, რომ სისტემაში ვინმე გაწირონ”, - განაცხად კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა