ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
არჩილ იაკობაშვილი - რუსეთისთვის რომ სანქციები დაეწესებია საქართველოს 2022 წელს, განსაკუთრებით კაპიტალის მიმართულებით, გაცილებით უფრო მეტი კერძო კაპიტალი შემოვიდოდა რუსეთიდან ე.წ. "კარგი რუსების" მიერ
რეზოლუციის პროექტი - ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ
ტყიბულში, სოფელ კურსებში, მეწყერი ჩამოწვა
ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე
ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა - მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის
დაინიუს ჟალიმასი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა

ელენე ხოშტარია - ქიმიური მოწამვლის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე

02.12.2025 ნახვები: 398

ქიმიური მოწამვლის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ ამისთვის თვალის გასწორება საკმაოდ რთულია, თუმცა ეს რეალობაა - ყველა ბოროტმოქმედი რეჟიმი საბოლოოდ თავის ნაღმზე ფეთქდება. ასე დაემართება „რუსულ ოცნებასაც“,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც BBC-ის საგამოძიებო მასალას ეხმაურება.

მისივე თქმით, დანაშაული სცდება ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბს აღწევს.

„ქიმიური მოწამვლის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ ამისთვის თვალის გასწორება საკმაოდ რთულია, თუმცა ეს რეალობაა.

ეს დანაშაული სცდება ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბს აღწევს. შესაბამისად, რეაქციაც იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამისთვის ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ.

ყველა ბოროტმოქმედი რეჟიმი საბოლოოდ თავის ნაღმზე ფეთქდება. ასე დაემართება „რუსულ ოცნებასაც“. ბოლომდე!“,- წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება “კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა