ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს
ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო „ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?
საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი

თიბისი ლიზინგი გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი გახდა

01.12.2025 ნახვები: 298

 

თიბისი ლიზინგი მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის უმსხვილესი ინიციატივის - გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელს შეუერთდა. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს კომპანიის მისწრაფებას, აწარმოოს საქმიანობა ერთის მხრივ, მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით, მეორეს მხრივ კი, დაიცვას ადამიანის და შრომის უფლებები, ასევე მდგრადობის და კორუფციასთან ბრძოლის ძირითადი პრინციპები.ქსელში გაწევრიანება გააძლიერებს კომპანიის სტრატეგიულ მიდგომას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად, განსაკუთრებით თანამშრომლობისა და ინოვაციების ნაწილში.

გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. ამჟამად, გაეროს გლობალური შეთანხმება აერთიანებს 23,000+ მონაწილეს 160-ზე მეტი ქვეყანიიდან.

აღნიშნულის მისაღწევად, გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნესს, რომ:

  • განახორციელოს საკუთარი საქმიანობა ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოსა და კორუფციასთან ბრძოლის ათი პრინციპის შესაბამისად;
  • განახორციელოს სტრატეგიული ქმედებები უფრო ფართო საზოგადოებრივი მიზნების განსავითარებლად, ისეთების, როგორიცაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, განსაკუთრებით, თანამშრომლობისა და ინოვაციის ნაწილში.

 „მოხარულები ვართ, რომ გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრები გავხდით. თიბისი ლიზინგი, როგორც საქართველოს ბაზრის მოწინავე სალიზინგო კომპანია, გრძნობს მაღალ პასუხისმგებლობას, აწარმოოს საქმიანობა ეთიკის, ადამიანისა და შრომის უფლებების მაქსიმალური დაცვით. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ინიციატივები. საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მუდმივად ვმუშაობთ მწვანე პროდუქტების განვითარებაზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაზე. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობთ ისეთი მიმართულებების ხელშეწყობას, როგორიცაა მზის პანელების ელექტროსადგურები და ელექტრომობილების დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ვფიქრობთ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი სრულად თანხვედრაშია თიბისი ლიზინგის კორპორაციულ პოლიტიკასთან და განვითარების ხედვასთან, და სიამოვნებით ვუერთდებით ამ ინიციატივას“ , - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

„გაეროს გლობალური შეთანხმება ეფუძნება ათ პრინციპს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. პლატფორმაში გაწევრიანება ნიშნავს, რომ კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს აღნიშნულ პრინციპებთან და ხელი შეუწყოს მათ პრაქტიკულ განხორციელებას საკუთარ ოპერაციებში. ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერებს კერძო სექტორის ჩართულობას მდგრადი განვითარების პროცესში და ხელს შეუწყობს გლობალური მიზნების მიღწევას”,- სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა