ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს
ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო „ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?
საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი

ირაკლი მელაშვილი - თუ BBC-ის ინფორმაცია დადასტურდა, ამ ამბავმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები შეიძლება ჰააგის სასამართლოს სკამამდე მიიყვანოს

01.12.2025 ნახვები: 362

თუ BBC-ის ინფორმაცია დადასტურდა და ამ ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური იარაღი მართლა გამოიყენა, ამ ამბავმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ჰააგის სასამართლოს სკამამდე შეიძლება მიიყვანოს - იმედია, ამ ამბის ქართული თუ არა, საერთაშორისო გამოძიება მაინც შედგება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი წერს.

„ქიმიურ იარაღს პირველ მსოფლიო ომში მხოლოდ მტრების წინააღმდეგ იყენებდნენ. ჯერ არავის მოუფიქრებია ეს იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიემართა! რა ავადმყოფი უნდა იყოს ამის გამკეთებელი ადამიანი! გაგიჟდება კაცი! იმედია, ამ ამბის ქართული თუ არა, საერთაშორისო გამოძიება მაინც შედგება“, - აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC-ი წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ “მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა “კამიტი“ უწოდეს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა