კონსტანტინე ჩახუნაშვილი- უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, რაც რეალობას არ შეესაბამება
ვოლოდიმირ ზელენსკი - საკითხი გადაწყვეტილებების მიღების სირთულეში არაა, მნიშვნელოვანია, არავითარი თამაში არ იყოს უკრაინის ზურგს უკან
ნატალი ლუაზო - საქართველოში პოლიცია პირველი მსოფლიო ომის მომწამლავ გაზს იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ
გიგა ბოკერია - თუ რამე უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ BBC-ს გამოძიება ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება
ელენე ხოშტარია - ქიმიური მოწამვლის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე
არასამთავრობო ორგანიზაციები - მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ

ლევან ბეჟაშვილი BBC-ის მასალაზე - ხელისუფლება ტერორისტული მეთოდებით ცდილობს სკამის შენარჩუნებას

01.12.2025 ნახვები: 198

ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას და საერთაშორისო ინსტიტუციების ყურადღების მიპყრობას, ვინაიდან ამ ქვეყანაში სამართალდამცავ სისტემას არანაირი ნდობა არ გააჩნია - საზოგადოებამ ცხადად უნდა იცოდეს, რომ ეს ხელისუფლება არის ტერიტორიული რეჟიმი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ებრძვის და მათ წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს.

„ყველას კარგად გვახსოვს, ასი ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საპროტესტო დემონსტრაციებში, რაც ბრუტალურად და ძალადობრივად იქნა ჩახშობილი „ქართული ოცნების“ მიერ. ძალადობრივი გზებით ხდებოდა ადამიანების წინააღმდეგ ტექნიკური და ქიმიური საშუალებების გამოყენება. ბუნებრივია, მაშინაც არსებობდა ეჭვი, რომ გამოყენებული იყო ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მოქალაქეების ჯანმრთელობის ხანგრძლივ დაზიანებას იწვევს. ერთი წლის თავზეც ბევრი მოქალაქე უჩივის იმ სიმპტომებს, რომელიც აღნიშნული მოწამვლის შედეგად გამოვლინდა. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ებრძვის საკუთარ ხალხს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს. გავიხსენოთ დიქტატორული რეჟიმები, რომლებიც ქიმიურ მომწამვლელ იარაღს იყენებს თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ - სირიის მაგალითიც კი საკმარისია. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთი ტერორისტული მეთოდებით ცდილობს სკამის შენარჩუნებას. ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც გამოიძიებს, როგორ მოხდა აღნიშნული ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებების შესყიდვა. დაიკითხება ყველა სამართალდამცავი უწყება, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა ამ იარაღის გამოყენებასთან“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა