ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

თინა ბოკუჩავა - მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, არ მიიღონ სამარცხვინო სარჩელი

ნახვები: 417 თინა ბოკუჩავა - მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, არ მიიღონ სამარცხვინო სარჩელი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს, არ მიიღოს წარმოებაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და კიდევ ორი პარტიის გაუქმების შესახებ სარჩელი.

როგორც ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სარჩელი დაუსაბუთებელია და ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებების მინიმალურ სტანდარტს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ წლის 31 ოქტომბერს 88 თვითმარქვია პარლამენტის დეპუტატმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ორი სხვა პოლიტიკური პარტიის გაუქმების მოთხოვნით. დღევანდელი განცხადებით ჩვენ გვინდა, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, არ მიიღონ ეს სამარცხვინო სარჩელი წარმოებაში და ის დაუშვებლად ცნონ, ვინაიდან ის არის ტოტალურად დაუსაბუთებელი, ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებების მინიმალურ სტანდარტს და არ არსებობს რეალური მიმართება დავის საგანსა და კონსტიტუციის დებულებებს შორის, რადგან სარჩელში წარმოდგენილი დავის საგანი პოლიტიკური და თავად ანტიკონსტიტუციურია, ვინაიდან მისი რეალური მიზანი არის საქართველოში დემოკრატიული წესწყობილების დასამარება და ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება. რეჟიმის ზეწოლის ფონზე ამგვარი დაუსაბუთებელი სარჩელის წარმოებაში მიღება, რომლის ერთადერთ მტკიცებულებად წარმოდგენილია არალეგიტიმური პარლამენტის ღალატის კომისიის არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური დასკვნის სქოლიოები, არა რომელიმე პარტიის, არამედ თავად საკონტიტუციო სასამართლოს გაუქმების ტოლფასია. მეორე თაობის საბჭოთა ჯალათის, თეა წულუკიანის ღალატის კომისია, ყველამ ვიცით, რა მიზნით შეიქმნა: საქართველოს უახლესი ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერა, ოპოზიციური პარტიების განადგურება და საქართველოში პლურალისტური დემოკრატიის დასამარება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია და მისი დასკვნა არაკონსტიტუციურია.

„ღალატის კომისია თავად ანტიკონსტიტუციურია ისევე, როგორც მისი დასკვნა, ვინაიდან მისი ფორმირება მოხდა კონსტიტუციის უხეში დარღვევით. წულუკიანის ღალატის ქრონიკის ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში გადატანა, იქ, სადაც ქვეყნის უზენაესი კანონის, სახელმწიფოს ფუნდამენტის დაცვა უნდა ხდებოდეს და საკონსტიტუციო სასამართლოს წულუკიანის პოლიტიკური ცირკის არენად ქცევა არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს სირცხვილი და დამცირებაა, არამედ ქვეყნის ეროვნული ღირსების შელახვაა. მაგრამ თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, წინარე შემთხვევების მსგავსად, კვლავ არ ეყოფათ პიროვნული გამბედაობა და პროფესიული ღირსება, ასეთი სამარცხვინო სარჩელი დაუშვებლად ცნონ რეჟიმის წნეხის გამო, მოვითხოვთ, როგორც მინიმუმ, გამწესრიგებელი სხდომა არ ჩატარდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, რათა ჩვენ ჯეროვნად წარმოვადგინოთ პარტიისა და მისი ასიათასობით მომხრის პოზიცია. უნდა გვესმოდეს, ეს სარჩელი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება, ის ეხება საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს, ის ეხება ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო, როგორც წარმატებული, ერთიანი, ევროპული სახელმწიფო. ის ეხება ყველას, ვისთვისაც ძვირფასია „ვარდების რევოლუციის“ იდეალები და მემკვიდრეობა. ვითხოვთ ზეპირ მოსმენას, ვიტყვით მხოლოდ სიმართლეს. ვიტყვით პუტინისა და ვიტყვით ივანიშვილის გასაგონად: ანწუხელიძე უკვდავია! უკვდავია საქართველოს სახელმწიფოს იდეაც და ჩვენ ამას დავიცავთ სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა