მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს ევროკავშირთან დაშორება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს

28.11.2025 ნახვები: 369

საქართველოს ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან დაშორება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს - „ქართული ოცნება“ მეტად იკეტება საკუთარ თავში და მოსახლეობის ნებას შორდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წერს.

„ერთი წლის წინ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოხატა მტკიცე პროტესტი „ქართული ოცნების” მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პროცესის შესაჩერებლად.

საქართველოს დაშორება ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. „ქართული ოცნება“ მეტად იკეტება საკუთარ თავში და შორდება მოსახლეობის ნებას.

დღეს, საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე იყო ერთი წლის წინ. დიდწილად, ეს იმ ხალხის შედეგია, ვინც განუწყვეტლად აპროტესტებს არსებულ რეალობას.

მინდა გამოვხატო დიდი პატივისცემა და სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმრისადმი, და ასევე, იმ მოქალაქისადმი, რომელიც არ ეგუება რეჟიმს“, - წერს მიხეილ ჯანელიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა