საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს დღევანდელ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, არჩევანი უცვლელი და მყარია:
"ჩემი, შენი, ჩვენი, თქვენი დღეა!
28 ნოემბერს, ერთი წლის მერე კიდევ უფრო მედგრად - ერთად დავდგეთ უნდა, რათა ერთმანეთი გავაძლიეროთ!
ჩვენი არჩევანი უცვლელი და მყარია:
საქართველო რუსეთს არ დაემონება ! ევროპის გზას ვერ ჩაგვიკეტავს რეჟიმი! ვირჩევთ ევროპულობას, ე.ი. მშვიდობას, თავისუფლებასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ძლიერ ინსტიტუტებით გამყარებულს.
ვერავინ დაამარცხებს ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებულ ჩვენ საზოგადოებას, ჩვენი ხალხის ეშიშარ ძალასა და თავისუფლების ჟინს, #საქართველოიმარჯვებს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ