მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

მოსამართლე 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს - ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სრული შიმშილობა გამოაცხადეთ - ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას

27.11.2025 ნახვები: 367

ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მან შიმშილობა დაიწყო.

იქამდე, მოსამართლემ მისი ვინაობა დაადგინა, მათ შორის, თუ რას საქმიანობდა ის დაკავებამდე.

„სოხუმელი ვარ, ისე ბათუმში ვცხოვრობ“, - განაცხადა ჭავჭანიძემ, რის შემდეგაც მას მოსამართლემ მოუწოდა, შიმშილობით ჯანმრთელობა არ დაეზიანებინა, რადგან საკუთარი უფლებების დაცვა ადვოკატთან ერთად სრულყოფილად შეძლებოდა.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უკიდურეს ზომას მიმართეთ, სრული შიმშილობა გამოაცხადეთ. ჩემი, როგორც მოსამართლის რჩევაა, რომ თქვენ ჯანმრთელად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება შეძლოთ აქ, ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას, მინდა ეს რჩევა მოგცეთ",- განაცხადა ბუგიანიშვილმა.

მას ბრალდებულმა სთხოვა, დრო მიეცა იმისთვის, რომ საკუთარი სათქმელი საზოგადოებისთვის ეთქვა, რაზეც მოსამართლემ მას პირობა მისცა, რომ ყველას მისცემს სასაუბრო დროს.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ზურაბ ჭავჭანიძეს, სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მუმლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა