ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ირაკლი კობახიძე - კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ნახვები: 416 ირაკლი კობახიძე - კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა და რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, აქაც, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მეთორმეტე კლასი იმისთვის, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში გვინდა, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეც კლასები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი თქმით, სპეკულაციაა, განცხადებები, რომლებიც ეხებოდა ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ბავშვებისთვის, რადგან ყველას ექნება შესაბამისი ხელშეწყობა, ვისაც პირველი კურსიდან სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს.

„რაც შეეხება ძირითად უპირატესობებს, რაც დაკავშირებულია 12 წლიანიდან 11 წლიან სწავლების მოდელზე გადასვლასთან. პირველ რიგში, როდესაც ამაზე მსჯელობა დავიწყეთ, კითხვა დავუსვი განათლების სპეციალისტებს, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, არის თუ არა შესაძლებელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა 11 წელიწადში და ამაზე საწინააღმდეგო პასუხი ვერ მივიღე, რეალურად დადასტურდა, რომ 11 წელიწადში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია. ამის შემდეგ დაისვა მარტივი შეკითხვა - თუ ეს შესაძლებელია, რატომ უნდა ისწავლოს მოსწავლემ 12 წელი? ხანგრძლივობის შემცირებას ბევრი უპირატესობა აქვს. აქაც დამატებით გემატება 30-40 ათასი სამუშაო ძალა, რაც ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ვიცით რაც არის არსებული პრობლემა - რეალურად, არა თუ მეთორმეტე კლასში, მეთერთმეტე კლასშიც კი მოსწავლეები საერთოდ არ დადიან სკოლაში. ბოლო კლასების პროგრამა საერთოდ არ არის თავსებადი მისაღების გამოცდების შინაარსთან, შესაბამისად, მოსწავლეს ურჩევნია, სკოლაში სიარულის ნაცვლად, მოემზადოს რეპეტიტორთან ან სახლში და ჩააბაროს მისაღები გამოცდა. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს, უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მისაღების გამოცდების მოთხოვნებზე და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ამასთან თუ არ არის აუცილებელი მიზნების მიღწევისთვის 12 წელი სწავლა, ჯობია გადავიდეთ 11 წელიწადზე. ერთადერთი, რაც ოპონენტებმა დაუპირისპირეს ამ გზავნილს, იყო ის, რომ 11 -წლიანი სწავლების პირობებში, მოსწავლეებს გაუჭირდებათ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების სისტემაში სწავლის გაგრძელება. როდესაც პირველი კურსიდან მიდის ბავშვი სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათი უდიდესი ნაწილი აღარ ბრუნდება ქვეყანაში, ამიტომ მინუსი მეტი აქვს საზღვარგარეთ წასვლას, ვიდრე პლუსი. თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი. პირველი, ეს მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს და კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა და მეორე, რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მეთორმეტე კლასი იმისთვის, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეც კლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში გვინდა, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეც კლასები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს ექნება სურვილი, დაამთავროს მეთორმეტე კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ მთლიანად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომლებიც ეხებოდა ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ბავშვებისთვის.“- განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა