მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

მარკ რუტე - სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, რუსეთი ევროპისთვის საფრთხედ მაინც დარჩება

26.11.2025 ნახვები: 373

უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, რუსეთი ევროპისთვის საფრთხედ მაინც დარჩება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში გრძელვადიან საფრთხედ დარჩება.

„თუ პრეზიდენტი პუტინი მზად არის, რომ ისტორიის გადაწერის მცდელობას მილიონობით საკუთარი ადამიანი შესწიროს, მაშინ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გაცილებით მეტი უნდა დავხარჯოთ ჩვენს თავდაცვაზე. სამშვიდობო შეთანხმება არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ რუსეთი კვლავ გრძელვადიან საფრთხედ დარჩება“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ამასთან, კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა უკრაინაში ომი წლის ბოლომდე დასრულდეს, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „დიახ“.

„აბსოლუტურად. ყველანი ვლოცულობთ, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მსურს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა ამ მიზნით დონალდ ტრამპის ხედვის განხორციელებას ხელი შევუწყო. ტრამპის ხედვას სრულიად ვიზიარებ. ეს სისხლისღვრა უნდა შეწყდეს. ნამდვილად მაქვს იმის იმედი, რომ მშვიდობის მიღწევა მალე მოხდება“, - აღნიშნა რუტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა