მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

მარკო რუბიო - ინფორმაცია, რომ დენ დრისკოლმა უკრაინელები გარდაუვალი მარცხის შესახებ გააფრთხილა, 100%-ით ყალბია

26.11.2025 ნახვები: 385

ეს ამბავი მხოლოდ მაგალითია სრულიად ყალბი ამბების გრძელი სერიიდან, - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო NBC News-ის სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის არმიის მდივანმა, დენ დრისკოლმა კიევში ვიზიტისას უკრაინის ოფიციალური პირები ომში უკრაინის გარდაუვალი მარცხის შესახებ გააფრთხილა.

„ეს ამბავი მხოლოდ უახლესი მაგალითია 100%-ით ყალბი ამბების ხანგრძლივი სერიიდან, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში უკრაინაში ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით განხეთქილების შესახებ ირწმუნება. ეს ადამიანები არა მხოლოდ არასწორად იგებენ რაღაცებს, არამედ სიტყვასიტყვითაც იგონებენ მათ“, - წერს რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე.

NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა კიევში ბოლო ვიზიტის დროს ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არაერთი არასაიმედო პროგნოზი გააკეთა და ამერიკული სამშვიდობო გეგმის თავდაპირველი ვერსიის მიღება მოითხოვა. გამოცემის წყაროების ცნობით, დრისკოლმა უკრაინელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა უარესდება და რომ მეტი ლოდინი უკრაინას კიდევ უფრო უსუსურ მდგომარეობაში ჩააგდებდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სამშვიდობო გეგმის წარდგენის შემდეგ, დრისკოლის გზავნილი პირდაპირი იყო: „თქვენ აგებთ და უნდა მიიღოთ შეთანხმება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა