მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

კონგრესმენი დონ ბეიკონი - სტივ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს - ის თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლონ

26.11.2025 ნახვები: 345

მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის შემოჭრას და სურს უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის, გამარჯვება, ცხადია, რომ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს, - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, დონ ბეიკონი Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწეებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ.

„მას არ შეიძლებ ამ მოლაპარაკებების წარმართვა ანდო. ნუთუ რუსი ანაზღაურებადი აგენტი მასზე ნაკლებს გააკეთებდა? ის უნდა გაათავისუფლონ”, - წერს ამერიკელი კონგრესმენი.

Bloomberg-მა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს, ურჩევდა, როგორ შეეძლო რუსეთს დონალდ ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა. ის ასევე აქვეყნებს უშაკოვსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ე.წ. 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოფს ის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა