ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს
ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო „ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?
საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი

სემეკის დავალებით, „თელასის“ მიერ მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისი“ აშენდა

25.11.2025 ნახვები: 350

თბილისის ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დავალებით, სს „თელასმა“ ახალი მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისი“ ააშენა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვესადგურის მშენებლობა 2024-2029 წლების საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელდა. გაწეული ინვესტიციის მოცულობამ 24 მილიონ ლარს გადააჭარბა.

სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ქვესადგური სემეკის წევრებთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ვახტანგ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა. ასევე, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქვესადგურის გახსნის ღონისძიებაში.

„ახალი ქვესადგურის მშენებლობის საჭიროება ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ქვესადგური გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებისა და ორთაჭალა-კრწანისი-ტაბახმელის კვანძში ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისი“ აღჭურვილია მაღალი საიმედოობის მოწყობილობებით, მათ შორის ორი ძალოვანი ტრანსფორმატორით. ქვესადგურის ოპერატიული მართვის პუნქტსა და მაღალი ძაბვის გამანაწილებელ მოწყობილობაში გამოყენებულია თანამედროვე ევროპული მაღალი ძაბვის ელეგაზური და ვაკუუმური ელექტროდანადგარები, რეალური დაცვის ავტომატიკის და სიგნალიზაციის უახლესი მიკროპროცესორული ტერმინალები, ასევე აშენდა 1400 მეტრი სიგრძის 35 კვ ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები. ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატია.

ქვესადგური აღჭურვილია სახანძრო სიგნალიზაციის მონიტორინგისა და სხვა საჭირო სისტემებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა