მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

რომეო მიქაუტაძე მოწმეს - როცა გარკვეული საკითხები წამოიჭრა, არავისთან გქონიათ კომუნიკაცია, რომ ჩემთან „ქართულ ჯიგრულ პონტში“ მოგეგვარებინათ?

24.11.2025 ნახვები: 376

როცა გარკვეული საკითხები წამოიჭრა, არავისთან გქონიათ კომუნიკაცია, რომ ჩემთან ეს „ქართულ ჯიგრულ პონტში" მოგეგვარებინათ? - ამ სიტყვებით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ერთ-ერთ მოწმეს, რომელსაც მიქაუტაძემ „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელობის დროს ხელშეკრულებით წარმოდგენილი განათებები დაუხარვეზა.

მოწმემ მიქაუტაძის კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა.

აღნიშნული მოწმე კომპანია „მაი ჯიპიესის" წარმომადგენელი, მიხეილ ჩაკაბერიაა. მისი ჩვენების მიხედვით, 2019 წელს მან ტენდერში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა. მისმა კომპანიამ "თბილსერვის ჯგუფთან" ხელშეკრულება გააფორმა, რაც ლედსანათების მიწოდებას გულისხმობდა. თუმცა, ჩაკაბერიას ჩვენების მიხედვით, აღნიშნული სანათები მას რომეო მიქაუტაძემ დაუხარვეზა, რადგან ის მიქაუტაძის გადაწყვეტილებით, სახელშეკრულებო პირობებს არ შესაბამებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩაკაბერიამ სასამართლო დავა მოიგო, რის შედეგადაც სახელმწიფოს 114 000 ლარის ზიანი მიადგა.

რომეო მიქუტაძის ადვოკატის, ბექა ნემისწვერიძის განცხადებით კი, პროდუქციის დახარვეზების გადაწყვეტილება მიქაუტაძის პირადი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

„სასამართლოში მოწმის ჩვენებით და ასევე სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რომეო მიქაუტაძემ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად კი არ მიიღო, არამედ შესაბამისი სამსახურის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისმა სამსახურმა წარმოდგენილი პროდუქცია შეაფასა და დადო დასკვნა, რომ ის ტენდერით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამებოდა. მიქაუტაძეს უფლებაც კი არ ჰქონდა, სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღო",- განაცხადა ნემსიწვერიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა