ვოლოდიმირ ზელენსკი - ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი
თინა ბოკუჩავა - აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთ საათიანი შეხვედრიდან 45 წუთი კობახიძე სწორედ 607 მილიონ დოლარზე საუბრობდა, რომლის დაბრუნებაც ივანიშვილისთვის უმთავრესი ამოცანაა
სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის ნატო-ს სტილის უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს
მედია - დონალდ ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის თანახმად, უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, შეზღუდოს სამხედრო ძალების რაოდენობა და დაეთანხმოს, რომ არასდროს შეუერთდება ნატო-ს
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ 2019 წელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე - ჩვენი „წითელი ხაზები“ მკაფიო და უცვლელია - ჩვენი მიწა არ იყიდება
კირ სტარმერი - უკრაინის მომავალი უკრაინამ უნდა განსაზღვროს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა, რომელიც მესამე შემოჭრით არ განადგურდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი

21.11.2025 ნახვები: 243

ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს - ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 “ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტია. ახლა უკრაინა შეიძლება დადგეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე: ან ღირსების დაკარგვა, ან ძირითადი პარტნიორის დაკარგვის რისკი ( ამერიკას გულისხმობს). ან ურთულესი 28 პუნქტი, ან უმძიმესი, ყველაზე რთული ზამთარი და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე და ის, რომ ვენდოთ მას, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს. ახლა უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზეწოლა ხორციელდება.
ჩვენგან პასუხს ელიან, მაგრამ უკვე გავეცი ამაზე პასუხი 2019 წლის 20 მაისს, როდესაც ვთქვი, რომ ვიღებ ვალდებულებას დავიცვა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ფოლადისებრნი ვართ, მაგრამ ყველაზე გამძლე ლითონმაც კი შეიძლება ოდესღაც ვეღარ გაუძლოს.
ჩვენ რამდენიმე ათას კილომეტრიან ფრონტს ვამაგრებთ და ვინარჩუნებთ, ყოველ ღამე ხალხი ზის დაბომბვის ქვეშ. უკრაინელებს ძალიან უნდათ, რომ ეს ომი საბოლოოდ სამართლიანად დასრულდეს.
მივმართავ ყველას - ხალხს და პოლიტიკოსებს - საჭიროა შევიკრიბოთ და შევწყვიტოთ დაპირისპირება.
ჩვენ არ ვუღალატეთ უკრაინას მაშინ , 2022 წლის 24 თებერვალს და არც ახლა ვუღალატებთ. მე ვიცი, რომ ხალხი ჩემთანაა.
მომავალი კვირა არ იქნება მარტივი და იქნება მოვლენებით დატვირთული. თქვენ ზრდასრული და ინფორმირებული ხალხი ხართ. ამ დროს დიდი ზეწოლა იქნება. მტერი არ ისვენებს.
უკრაინული ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან. მე დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ნამდვილად არ მივცემთ მტერს საბაბს, თქვას, რომ უკრაინას მშვიდობა არ სურს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა