მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

კირ სტარმერი - უკრაინის მომავალი უკრაინამ უნდა განსაზღვროს

21.11.2025 ნახვები: 373

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ნებისმიერწინადადებას უკრაინის თანხმობა უნდა ჰქონდეს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

„ალბათ, ნახეთ უკრაინის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რაც მათ პოზიციას აბსოლუტურად ნათელს ხდის. უკრაინის მომავალი უკრაინამ უნდა განსაზღვროს და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომლის ნახვაც ყველას გვსურს“, - აღნიშნა სტარმერმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენკიმ ოფიციალურად მიიღო აშშ-სგან „ომის დასრულების გეგმა“ და მის განხილვას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აპირებს.

„უკრაინის პრეზიდენტმა პრინციპული საფუძვლები დახაზა, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის და დღევანდელი შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ გეგმის პუნქტებზე მუშაობაზე ისე, რომ ამან ომის ღირსეული დასასრული მოიტანოს. უკრაინა რუსული შემოჭრის პირველივე წამებიდან მშვიდობისკენ მიისწრაფვის, ყველა შინაარსიან წინადადებას ვუჭერთ მხარს, რომლებსაც ნამდვილი მშვიდობის მოტანა შეუძლია“, - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა