მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსით“, არჩევნების და მასთან ერთად, რეფერენდუმისა და პლებისციტის დეფინიცია იცვლება - სამივე შემთხვევაში ხდება მითითება, რომ ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ტარდება

20.11.2025 ნახვები: 330

ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსით“, არჩევნების და მასთან ერთად, რეფერენდუმისა და პლებისციტის დეფინიცია იცვლება - სამივე შემთხვევაში ხდება მითითება, რომ ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ტარდება.

მოქმედი საარჩევნო კანონით რეფერენდუმთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის არის საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება.

“საქართველოს მთელს ტერიტორიასთან“ დაკავშირებული ჩანაწერი იცვლება სიტყვებით - “საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში“. პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, რომელიც იმართება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად.

არჩევნებისა და პლებისციტის შემთხვევაშიც, მითითება “საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში“ ჩატარებაზე ხდება.

ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსი“ პარლამენტში ინიცირებულია. ის “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა