მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

PACE - ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ“

19.11.2025 ნახვები: 364

PACE- ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ“. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოზე თანამომხსენებლების (ედიტე ესტრელა, საბინა ჩუდიჩი) შესაბამისი განცხადება PACE-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში აღინიშნება, რომ 10-12 ნოემბერს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ესტრელამ და ჩუდიჩმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს სრულად გაატარონ უცხოური აგენტების კანონმდებლობასთან და ადმინისტრაციული დარღვევების კანონთან დაკავშირებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

„ვიმეორებთ იმას, რაც ასამბლეამ უკვე თქვა საქართველოზე ბოლო რეზოლუციაში. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, გრანტების კანონი და ადმინისტრაციულ დარღვევებზე ამჟამინდელი კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებს და როგორც ვენეციის კომისიამ დაასკვნა, ისინი გაწვეულ უნდა იქნას“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

მათ ასევე ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლო დროის სისხლის სამართლის ბრალდებებზე „დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგონილი ბრალდებების შედეგად შესაძლოა, ხანგრძლივ პატიმრობაში აღმოჩნდნენ“.

„ეს ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა განიხილებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ბოლო დროის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში რამდენიმე ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვენ. მსგავს ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ეს ქმედებები, რომლებიც საქართველოში დიქტატურას დაამყარებენ“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვიზიტის დროს თანამომხსენებლები პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც ისინი აღნიშნავენ, მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ დაპატიმრებულ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის უფლება მიეცათ, მაგრამ მწუხარება გამოთქვეს იმაზე, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა უარი თქვეს მათთან შეხვედრაზე და ასევე იმაზე, რომ ხელისუფლებამ მათ ციხეში მზია ამაღლობელთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა