ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა უფლება ყულევის პორტში შევიდეს
კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს
ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო „ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?
საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი

პეტრე ცისკარიშვილი - ბრიუსელი შანტაჟზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე არ წავიდოდა და საქართველოსთან დაგეგმილი დიალოგი ამიტომ გააუქმა

19.11.2025 ნახვები: 347

შანტაჟზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე ბრიუსელი არ წამოვიდოდა და ამიტომაც გაუქმდა შეხვედრა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ დასავლეთს ეუბნება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ესაუბროს „ქართულ ოცნებას“ და დიალოგი უნდა გააგრძელოს.

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმი დასავლეთისგან ჯიუტად ითხოვს, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იყოს ისეთივე, როგორიც, მაგალითად, ცენტრალური აზიის მიმართ, სადაც რბილად რომ ვთქვათ, დემოკრატია არ ჰყვავის. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მოთხოვნა და ეს უხეში პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩამოვიყვანთ დასანქცირებულ პირს, დავსვამთ მოლაპარაკების მაგიდასთან, არ გვექნება დემოკრატია, დავარღვევთ ადამიანის უფლებებს, გავაყალბებთ უფლებებს, მაგრამ თქვენ, იქიდან გამომდინარე, რომ გჭირდებათ შუა დერეფანი, ეს რეგიონი - სამხრეთ კავკასია, არალეგიტიმურ „ქოცურ“ მთავრობასთან დიალოგი უნდა გააგრძელოთ. ამის დაჟინებული მოთხოვნის შედეგია ის, რომ არა ღირებულებით საერთო სისტემაში და თანხვედრაში ვართ ბრიუსელთან და აშშ-სთან, არამედ ამ მოთხოვნის აღსრულებას და შესრულებას ითხოვს „ქართული ოცნება“ დასავლეთისგან და ბრიუსელისგან. რა თქმა უნდა, ასეთ შანტაჟზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე ბრიუსელი არ წამოვიდოდა და ამიტომაც გაუქმდა ეს შეხვედრა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა