მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 105 მილიონი დოლარის ღირებულების Patriot-ის ტიპის სისტემების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა

19.11.2025 ნახვები: 344

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის მთავრობისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის დამხმარე საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 105 მილიონი დოლარია.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) საჭირო სერტიფიცირება უზრუნველყო და აშშ-ის კონგრესს აცნობა.

დეპარტამენტის განცხადებაში ასევე დაზუსტებულია უკრაინის მიერ მოთხოვნილი საქონლისა და მომსახურების სია.

„M901 გამშვები მოწყობილობების M903 კონფიგურაციამდე განახლება. კლასიფიცირებული და არაკლასიფიცირებული დადგენილი ტვირთის სიები და სახმელეთო მხარდაჭერის აღჭურვილობის ავტორიზებული მარაგების სიები; სხვა აუცილებელი მომსახურება, დამხმარე საშუალებები, სათადარიგო ნაწილები, მხარდაჭერა, ტრენინგი და აქსესუარები; და ლოჯისტიკისა და პროგრამული მხარდაჭერის სხვა დაკავშირებული ელემენტები. სავარაუდო საერთო ღირებულება 105 მილიონი აშშ დოლარია“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტში განმარტავენ, რომ შეთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს.

აშშ-ის დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ იარაღის გაყიდვის განსახორციელებლად, შეერთებულმა შტატებმა აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორების წარმომადგენლები ევროპის საბრძოლო სარდლობაში უნდა განათავსოს მხარდაჭერისა და წვრთნების უზრუნველსაყოფად.

„შემოთავაზებული გაყიდვისთვის საჭირო იქნება აშშ-ის მთავრობის დაახლოებით ხუთი დამატებითი წარმომადგენლისა და აშშ-ის 15 კონტრაქტორის განლაგება ევროპის საბრძოლო სარდლობაში ერთ თვემდე ვადით, წვრთნებისა და პერიოდული შეხვედრების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა