მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“
ზუგდიდში, მამაკაცის მიერ მეზობლის მკვლელობის, შემდეგ კი თვითმკვლელობის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებ
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes

პარლამენტი ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ განხილვას იწყებს

18.11.2025 ნახვები: 381

პარლამენტი ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ განხილვას იწყებს. „საარჩევნო კოდექსის“ პროექტსა და მასზე თანდართულ საკანონმდებლო ცვლილებებს 19 ნოემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

ახალი საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი საარჩევნო ნორმები და პროცედურები იცვლება.

“საარჩევნო კოდექსის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში ხმის მიცემა არ შეეძლებათ. მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.

ზუსტდება ფოტო-ვიდეოგადაღების წესები. კერძოდ, პროექტის თანახმად დგინდება, რომ საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღება აუდიომონიტორინგს არ გულისხმობს.

კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება და სააღრიცხვო ბარათი წარსადგენი აღარ იქნება. ამჟამად, კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენია მის მიერ შევსებული ორი დოკუმენტი - სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი. პროექტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით კანდიდატი მხოლოდ არჩევნების მონაწილეობის თანხმობის ფორმას შეავსებს, სადაც თანხმობასთან ერთად, ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია აღინიშნება.

იცვლება კანდიდატების წარდგენისა და ასევე, რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად მხოლოდ ამ პარტიის წევრი წარადგინოს, ხოლო საინიციატივო ჯგუფი-უპარტიო კანდიდატს წარადგენს. სხვა შემთხვევაში კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება.

ახალი “საარჩევნო კოდექსის“ პროექტით ცვლილება საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევის ვადასაც შეეხება. კანონის მოქმედი რედაქციით, საკრებულოს პირველი სხდომა ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში მოიწვევა. პროექტით, პირველი სხდომის მოწვევა გათვალისწინებულია საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 14 დღის ვადაში.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა